Wednesday, March 22, 2017

ალუდა ქეთელაური



გაკვეთილის მთავარი თემა
ვაჟა-ფშაველა, „ალუდა ქეთელაური“ -შემაჯამებელი გაკვეთილი.
სწავლების საფეხური
მე-11 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე.
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
ეროვნულ-სარწმუნოებრივად  განსხვავებულ ადამიანებში საერთო ღირებულებათა წარმოჩენა;  “ვაჟკაცობის რჯულის” უპირატესობის ჩვენება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ტექსტის წვდომა- გააზრების უნარის განვითარება, მსჯელობის უნარის განვითარება,  ტექსტში არსებული ინფორმაციის  დიფერენცირება, დახარისხება, დისკუსიის წახალისება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები  ფლობენ ტექსტს.  წარმოდგენა აქვთ მთის ადათ-წესებზე. შესწავლილი აქვთ ვაჟას ’’კაი ყმა’’. შეუძლიათ პარალელის გავლება განვლილ მასალასთან, ასევე, მთავარი და არამთავარი ინფორმაციიის გამიჯვნა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკით.
სასწავლო მასალა და  ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი კალამი, ფურცელი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი წუთისოფელი და შატილიონები(იმედას
A. მასწავლებელი  ზეპირმეტყველებისა და მსჯელობის განვითარების მიზნით სლაიდის მეშვეობით სვამს კონკრეტულ კითხვებს, რომლებშიაც საუბარია პიროვნებასა და საზოგადოებაზე,  (8-წუთი).(სლაიდი  1).

B. ფაზა მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს  4 ჯგუფად და აძლევს მათ წერილობით     დავალებას: მოსწავლეები აანალიზებენ ნაწარმოების  სახვადასხვა ნაწილს:

1. ალუდასა და მუცალის  ორთაბრძოლა (ფერიცვალების საწყისი -ბიძგი);
2. შატილიონებთან  დიალოგი (შინაგანი ბრძოლა-ეჭვი);
3.სიზმარი (ცნობიერებაში მომხდარი გარდატეხა-ახალ სამყაროსთან ზიარების  გარდაუვლობა);
4.  გადაწყვეტილება (ალლადა ჰქონდეს მუცალსა, მაგ მოუნათლავ გმირსაო -ხატობა-საზღვრის გადალახვა);           ეპიზოდის გაანალიზების შემდეგ თითოეულ ჯგუფს  სთხოვს კონკრეტული მონაკვეთების დასათაურებას  და  ალუდას სულიერ მდგომარეობის    გამოკვეთას, რომლებშიაც   ნაჩვენებია პერსონაჟის  
ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების დინამიკა (10 წუთი).
მოსწავლეები შეაჯერებენ ნააზრევს და თითოეული  ჯგუფი წარადგენს კლასის წინაშე შესრულებულ წერილობით დავალებას ( თითოეული განსაზღვრული რეგლამენტით- 3- 3 წუთი).

C.    მასწავლებელი  მოსწავლეებს  სლაიდის https:/id=15ooZ4vDLfsYpE8xWoQ9reYXsmELhCnfiwEdcnnBBoმეშვეობით უჩვენებს  კონკრეტულ დავალებას, რომელზედაც გამოსახულია ფრაზები:  „ჩვენ ვიტყვით, კაცნი..... “ (იხილე პრეზენტაცია)  და     წაახალისებს დისკუსიას. მასწავლებელი    კონკრეტული კითხვების მეშვეობით ეხმარება მოსწავლეებს, ჩასწვდნენ ნაწარმოებში წამოჭრილი  მორალურ- ეთიკური პრობლემის გადაჭრასა   და ავტორის სათქმელის ამოცნობაში(10წუთი)
 მოსწავლეები  ალუდას
ცნობიერებაში მომხდარი ცვლილების  და სულიერი მეტამორფოზის ფონზე მივლიან დასკვნამდე ,რომ ადამიანური ღირსებები და  „ ვაჟკაცობის რჯული“
ყველაფერზე მაღლა დგას,  თვით სათემო კანონებსა და ადათ-წესებზეც კი,  თუ ის საფრთხეს უქმნის  ადამიანის პიროვნულ  განვითარევას, სწორი  ზნეობრივი  ორიენტირისა და ხედვის ჩამოყალიბებას,  რაც ასე ფასეულია ნებისმიერ დროსა და ეპოქაში, მით უფრო დღეს-21-ე საუკუნეში… ვაჟას ალუდამ კი დროს ასე ძალიან გაუსწრო და გაცილებით ადრე  დაუჭირა მხარი ტოლერანტობასა და რელიგიურ შემწყნარებლობას, რისკენაც ასე მიისწრაფვის ჩვენი საზოგადოება...  (დრომოჭმულ, მტრობადაუნდობლობაზე აგებულ ტრადიცია  ხომ  თიშავს და ყოფს ალუდას საზოგადოებას)
   მასწავლებელი მოსწავლეებს   ურიგებს ამონარიდს ნაწარმოებიდან  “თოლია ჯონათან…. და        აძლევს მათ საშინაო დავალებას თემაზე : რას  ეწირებიან პერსონაჟები..(2 წუთი).

No comments:

Post a Comment

ქუთაისი და ევროპული ღირებულებები( ხელოვნება და მწერლობა)

პროექტის სახელწოდება ქუთაისი  და ევროპული ღირებულებები( ხელოვნება და მწერლობა) პროექტის მათავარი იდეა(თემა) ქუთაისი -ევროპული კუ...